გამტანი, კრეატორი, საკვანძო კაცი | Onefootball-მა საქართველოს ნაკრები ასე დაახასიათა » სპორტის ხაზი

გამტანი, კრეატორი, საკვანძო კაცი | Onefootball-მა საქართველოს ნაკრები ასე დაახასიათა

გამტანი, კრეატორი, საკვანძო კაცი | Onefootball-მა საქართველოს ნაკრები ასე დაახასიათა
9-06-2024, 12:51
Aa Aa
გაზიარება:

უცხოურმა საფეხბურთო გამოცემამ, კერძოდ Onefootball-მა საქართველოს ნაკრების შესახებ დაწერა და მისი გამორჩეული წევრები დაახასიათა.

ხვიჩა კვარაცხელია - ის საკვანძო კაცია. მან საქართველოს წარმატებაში ისეთივე დიდი როლი ითამაშა, როგორც ნაპოლის სკუდეტოს მოპოვებაში. დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ, მას ფანებმა კვარადონა შეარქვეს და ამ ჯადოქრული უნარების მქონე ფეხბურთელს შეუძლია, რომ მეტოქე გუნდის დაცვის წევრები ერთმანეთში გადაკვანძოს.

გიორგი ჩაკვეტაძე - მეპასე და კრეატორი. იყო დრო, როდესაც ამ ფეხბურთელს ბარსელონასაც კი უკავშირებდნენ. ახლა გიორგი უოტფორდში თამაშობს და "ჯვაროსნების" შეტევის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. 24 წლის ნახევარმცველმა საკვალიფიკაციოზე 3 საგოლე პასი მიითვალა და ბოლო 2 წელში მისგან მოსალოდნელი ასისტის მაჩვენებელი 0.24-ს შეადგენს.

გიორგი მამარდაშვილი - მას უნდა ვუყუროთ. რეიტინგში საქართველო ყველაზე დაბლაა და მთავარი აუტსაიდერიცაა, რის გამოც ტურნირზე მამარდაშვილი საკმაოდ დაკავებული იქნება. საქართველოს 23 წლის მეკარე ვალენსიაში რეპუტაციას სულ უფრო და უფრო იზრდის, რასაც მისი გასაოცარი თამაში განაპირობებს.

გიორგი მიქაუტაძე - მთავარი გამტანი. აიაქსში გადასვლამ არ გაამართლა, მაგრამ მიქაუტაძე მეცში ბრწყინვალედ დაბრუნდა. ლიგა 2-ში დაქვეითების მიუხედავად, მან 13 გოლი გაიტანა, საქართველოს რიგებში კი მიქაუტაძეს 9 გოლი აქვს გატანილი.

- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს, მეტოქე კი თურქეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი