გიორგი ჩიხრაძე: "ჩვენს ნაკრებს ევროპაზე ერთი დიდი პლიუსი აქვს" » სპორტის ხაზი

გიორგი ჩიხრაძე: "ჩვენს ნაკრებს ევროპაზე ერთი დიდი პლიუსი აქვს"

გიორგი ჩიხრაძე: "ჩვენს ნაკრებს ევროპაზე ერთი დიდი პლიუსი აქვს"
8-06-2024, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

პირველი არხის გადაცემა "შაფეხბურთო ტაიმაუტში" საქართველოს ერვონული ნაკრების ყოფილმა მცველმა გიორგი ჩიხრაძემ წამყვანის დასმულ კითხვას უპასუხა.

გია თვალაბეიშვილის შეკითხვა შემდეგშ მდგომარეობდა:

„შემადგენლობა წინასწარ რომ არის ცნობილი, შეთამაშების მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ, შესაძლოა, სანიოლმა სიუპრიზი ვერ მოუმზადოს მეტოქეს, რომელსაც ეს 11 ფეხბურთელი კარგად ეყოლება შესწავლილი“


რაზეც გიორგი ჩიხრაძემ პასუხი ასე გასცა:

„რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელია, რომ მეტოქე სწავლობს ჩვენს ნაკრებს და ფეხბურთელებს, მათ თამაშს, შესაძლებლობებს, მოქმედებებს და ურთიერთმოქმედებას. ეს გასაგებია.

"თუმცა მეორე მხარეა – ჩვენი გუნდი ხშირად რომ ცვლიდეს ტაქტიკას ან შემადგენლობას, ეს სხვა შემთხვევა იქნებოდა, მაგრამ ნაკრები ჩამოყალიბებულია შემადგენლობით და თამაშით, რამაც შედეგი მოგვიტანა. არა მგონია, რომ დიდი ცვლილება მოხდეს – ღმერთმა ქნას, რომ ყველა ჯანმრთელად იყოს.

მნიშვნელოვან თამაშებში, სადაც შედეგი გვჭირდებოდა და ერთ ბურთსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენმა ნაკრებმა მიზანს მიაღწია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სანიოლი შედეგზე ითამაშებს და, შესაბამისად, დიდი ცვლილებები არც თამაშში იქნება და არც შემადგენლობაში.

მოწინააღმდეგეს ჩვენი ნაკრები ისედაც ეყოლება შესწავლილი. მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და ფეხბურთელები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს თუ შეასრულებენ. თქვენ რაც თქვით, ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ შეთამაშებული შემადგენლობა და ათვისებული ტაქტიკა დიდი უპირატესობაა“.


- საუბრობს ნაკრების ყოფილი მცველი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი