"ხვიჩა შესანიშნავია ადამიანია" - ელმასის ინტერვიუ "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ხვიჩა შესანიშნავია ადამიანია" - ელმასის ინტერვიუ "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ

"ხვიჩა შესანიშნავია ადამიანია"  - ელმასის ინტერვიუ "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ
6-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, "ნაპოლიმ" სერია A-ს მე-13 ტურში "ატალანტა" მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხადა და იტალიის ჩემპიონატში პირველობა გაიმყარა. სპალეტის გუნდიდან გატანილი გოლებით ოსიმენი და ელმასი გამოირჩნენ.

23 წლის ელმასმა შეხვედრის შემდეგ DAZN-სთან ისაუბრა და განაცხადა - "იმ რთული მომენტების შემდეგ, გახარებული ვარ, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. იმედი მაქვს, რომ ეს ბოლომდე ასე გაგრძელდება.

ცოტა სტრესი მქონდა, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია, მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ და მუდამ მაქსიმუმს ვაკეთებ. ხვიჩა კვარაცხელია? ის შესანიშნავი ადამიანია. მისი აქ ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული ვცდილობდი, რომ დავხმარებოდი.

ის ძალიან კარგად მუშაობს და მე მის გამო ბედნიერი ვარ. სათადარიგო სკამთან დაკავშირებით გამოტანილი "სთორი" უბრალოდ ხუმრობა იყო. მე მაშინაც კი ბედნიერი ვიყავი, როცა სათადარიგოთა შორის ვიყავი. გახარებული ვარ, როცა ჩემი გუნდი იმარჯვებს."


შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ეს შეხვედრა ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. როგორც მედიაში იწერება, ქართველს ორი კვირა გაუცდება.

იხილეთ ელმასის გოლი "ატალანტას" კარში


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი