ლაუტარო მარტინესმა ინტერთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

ლაუტარო მარტინესმა ინტერთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

ლაუტარო მარტინესმა ინტერთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა
7-06-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დადასტურდა, რომ ლაუტარო მარტინესმა ინტერთან ხელშეკრულება კიდევ 5 წლით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა.

როგორც დაიწერა, ხელფასის სახით არგენტინის ნაკრების ფორვარდი 9 მილიონ ევროს აიღებს, რასაც თან საბონუსე სისტემაც დაემატება.

ლაუტარო 2023/2024 წლების იტალიის ჩემპიონატის ჩემპიონი და ბომბარდირი ერთბაშად გახდა. მან სერია A-ს 33 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.

26 წლის თავდამსხმელი ინტერში 2018/2019 წლების სეზონიდან თამაშობს, მანამდე კი ის არგენტინულ რასინგში თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი