ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა ჩვენი ჯგუფის შესახებ ისაუბრა და გარკვეული დეტალებიც მიმოიხილა:
პორტუგალია ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, თურქები კი აღზევების გზას ადგას. რაც შეეხება საქართველოს, ეს საკმაოდ ხარისხიანი გუნდია, რაზეც ის მიუთითებს, რომ მათ პლეიოფში საბერძნეთის დამარცხება შეძლეს.
ჩვენ ყველა მატჩის მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ახლა მთავარია, რომ გასაძლიერებელი კომპონენტები დავამუშავოთ. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი სტანდარტული მდგომარეობებია, მეტს კი ვერაფერს ვიტყვი, რათა მეტოქეებმა ინფორმაცია არ მიიღონ.
- თქვა ჩეხეთის დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს მეორე ტურში, 22 ივნისს შეხვდება, იქამდე კი ნაკრები თურქეთს 18 ივნისს დაუპირისპირდება.