ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან ფავორიტი არ ვიქნებით" » სპორტის ხაზი

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან ფავორიტი არ ვიქნებით"

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან ფავორიტი არ ვიქნებით"
28-05-2024, 21:22
Aa Aa
გაზიარება:

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰასეკმა EURO 2024-ისთვის 26 კაციანი განაცხადი წარადგინა და პრესკონფერენციაზე F ჯგუფზე ისაუბრა, სადაც ისინი საქართველოს მეტოქეები არიან.

"თითოეულ მოწინააღმდეგეს კონკრეტული ჯგუფი დააკვირდება და მათ უკეთ შეისწავლის. სამივე მეტოქე გავაანალიზეთ. ქართველები და თურქები საკმაოდ კარგი და ანგარიშგასაწევი მოწინაღმდეგეები არიან, თუმცა მათთან შეხვედრაში ფავორიტს ვერ გამოარჩევთ.

"ორივე გუნდი ისეთ ფეხბურთელებზე გააკეთებს აქცენტს და დაეყრდნობა, რომლებიც დიდ კლუბებსა თუ ევროპის წამყვან ლიგებში აპსარეზობენ. პორტუგალია? ჩემი აზრით, ისინი ჯგუფის კი არა, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები არიან", - აცხადებს ივანი.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაშ დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი