ყველაზე დაბალი? - რამდენი პროცენტით ფასდება საქართველოს შესაძლო ჩემპიონობა ევროპაზე » სპორტის ხაზი

ყველაზე დაბალი? - რამდენი პროცენტით ფასდება საქართველოს შესაძლო ჩემპიონობა ევროპაზე

ყველაზე დაბალი? - რამდენი პროცენტით ფასდება საქართველოს შესაძლო ჩემპიონობა ევროპაზე
7-06-2024, 01:04
Aa Aa
გაზიარება:

ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალის, Opta-ს სუპერკომპიუტერმა 10000-ჯერ ჩაატარა ევრო 2024-ის სიმულაცია და გამოთვალა მონაწილეთა შანსები ტურნირის მოგებაზე.

მთავარ ფავორიტად დასახელდა ინგლისის ნაკრები – 19.9 პროცენტი ჩემპიონობაზე.

ბევრით არ ჩამორჩება ინგლისს საფრანგეთის ნაკრები – 19.1 პროცენტი.

მასპინძელი გერმანია (12,4%), ესპანეთი (9,6%) და პორტუგალია (9,2%) ასევე ძლიერ კონკურენტებად მიიჩნევიან.

უფრო დაბალი შანსები აქვთ ნიდერლანდებს (5,1%), მოქმედ ჩემპიონ იტალიასა (5,0%) და ბელგიას (4,7 %).

ტოპათეულს ავსებენ დანია (2.2%) და ხორვატია (2.0%).

დანარჩენ გუნდებს სუპერკომპიუტერი ჩემპიონობის მიზერულ შანსებს აძლევს. მათგან ყველაზე მაღლა დგას საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი 1.5 პროცენტით.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, "ბორჯღალოსნების" შესაძლო გამარჯვება ევროპაზე 0.1 პროცენტით ფასდება, ფინალი 0.5 , 1/2 2.5 %, 1/4 8.3 %


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი