გერმანული მედია: "ქართველები სამ გმირთან ერთად მეცხრე ცაზე იმყოფებიან" » სპორტის ხაზი

გერმანული მედია: "ქართველები სამ გმირთან ერთად მეცხრე ცაზე იმყოფებიან"

გერმანული მედია: "ქართველები სამ გმირთან ერთად მეცხრე ცაზე იმყოფებიან"
6-06-2024, 20:41
Aa Aa
გაზიარება:

გერმანულმა გამოცემამ "Sportschau" ევრო 2024 ის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები მაყურებელს უფრო ახლოდან გააცნო და მათ სტატია მიუძღვნა.

"ქართველები სამ გმირთან ერთად მეცხრე ცაზე იმყოფებიან. მათ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ერთა ლიგიდან მოახერხეს თამაში მას შემდეგ, რაც ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი მამარდაშვილმა და მათმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დიდი სიყოჩაღე გამოიჩინეს.

"საქართველო ფიფას რეიტინგში 75-ე პოზიციას იკავებს და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ 8 ქულა მოივპოვა, თუმცა მტავარ თურნირზე მოხვედრა მაინც მოახერხა. მათ აუთსაიდერებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მაქსიმუმი უკვე შეასრულეს და დასაკარგი რა აქვთ?

"მათი მთავარი მწვრთნელი ბევრისთვის კარგად ნაცნობი ვილი სანიოლია, რომელიც საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხსნის. 3.5 წლის განმავლობაში ფრანგი სპეციალისტი უმუშევად იყო და ამ დრომ მასზე დადებითად იმოქმედა. იგი მატჩშ საშალოდ 1.61 ქულას იღებს და ამ ქვეყანას ასეთი დონის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მიაღებინა.

"ჯვაროსნების სუპერვარკსვლავი? მათ ორი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავთ, აქედან ერთი იქ თამაშობს, რომელიც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება. მათი კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც "ბაიერნში" გადაბარგებას უპირებდნენ. გიომ ფლეი ოფში კარი 11 ჯერ შეინახა შრალად, ისევე როგორც საბერძნეთთან და ლუქსემბურგთან.

"მამარდაშვილის გარდა ქართველებს ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ნაპოლის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონშ მან 20-ზე მეტ საგოლე მოქმედებაში მიიღ მონაწილეობა, წინაში კი 25-ში. ნეაპოლში მას კვარადონას უწოდებენ.

"გერმანიის მეორე დივიზიონში მოთამაშე ბუდუ ზივზივაძე ერთ მატჩში სპორტული ოლომპიადის მწვერვალზე აღმოჩნდება. ყველას ყურადღება კვარაზე იქნება მიმართული, რაც ბუდუს ზონებს გაუხსნის და თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს. გასულ სეზონშ მან 12 გოლის გატანა შეძლო და ქომაგების ფავორიტი გახდა.

"სათამაშო სტილით შეტევაზე არ გააკეთებენ აქცენტს, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი დაცვისა და კვარას ინდივიდუალიზმის ხარჯზე იქნებიან. დიდი ალბათობით ვილი 3-5-2 ტაქტიკას გამოიყენებს", - ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი