კონტე ლუკაკუს: "დამატებით 5 კილო დაიკელი და ნაპოლიში შემდეგ მოდი" » სპორტის ხაზი

კონტე ლუკაკუს: "დამატებით 5 კილო დაიკელი და ნაპოლიში შემდეგ მოდი"

კონტე ლუკაკუს: "დამატებით 5 კილო დაიკელი და ნაპოლიში შემდეგ მოდი"
6-06-2024, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი აპირებს, რომ ვიქტორ ოსიმენი ახალი სეზონიდან რომელუ ლუკაკუთი ჩაანაცვლოს.

ამასთან დაკავშირებით იტალიურმა მედიამ, კერძოდ Corriere della Serra-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნაპოლის ახალმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ბელგიელ სტრაიკერს წონაში დაკლება და ნაპოლიში შემდეგ გადასვლა ურჩია.

კონტესა და რომელუს ერთად ინტერში უმუშავიათ და ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ, მათი ხელახალი გაერთიანება კი ცუდი ნამდვილად არ უნდა გამოვიდეს.

რომელუ ლუკაკუ ახლა ჩელსის საკუთრებაა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელგიელი კვლავ ამ კლუბში დარჩეს. წესით, ნაპოლი ან რომელიმე სხვა კლუბი ლუკაკუს ჩელსიდან შეძენას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი