ლუკაკუ თუ დე ბრუინი - ვის დაუჭერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს კურტუა? » სპორტის ხაზი

ლუკაკუ თუ დე ბრუინი - ვის დაუჭერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს კურტუა?

ლუკაკუ თუ დე ბრუინი - ვის დაუჭერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხარს კურტუა?
27-05-2023, 13:04
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშების ფინალი სიმონე ინძაგის ინტერსა და პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის შორის უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას ორი ბელგიელი მოთამაშე, რომელუ ლუკაკუ და კევინ დე ბრუინი მიიღებს.

სწორედ ამ ფაქტის შესახებ ჰკითხეს კიდევ ერთ ბელგიელ ფეხბურთელს, კერძოდ ტიბო კურტუას, რომელმაც თქვა, რომ ფინალში რომელუ ლუკაკუს მოგებას უგულშემატკივრებს:

"ფინალში ორი ჩემი თანამემამულე ითამაშებს, ლუკაკუ და დე ბრუინი, თუმცა მე მხარს ინტერსა და რომელუს დავუჭერ მიუხედავად იმისა, რომ იქ კევინიც იქნება." - თქვა რეალის მეკარემ

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინსა და ტიბო კურტუას ურთიერთობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აერიათ, მიზეზი კი ერთმანეთის პირად ურთიერთობაში ჩარევაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი