კაკაბაძე: "ევროპის ჩემპიონატზე ერთ რამეს დანამდვილებით გპირდებით" » სპორტის ხაზი

კაკაბაძე: "ევროპის ჩემპიონატზე ერთ რამეს დანამდვილებით გპირდებით"

კაკაბაძე: "ევროპის ჩემპიონატზე ერთ რამეს დანამდვილებით გპირდებით"
5-06-2024, 22:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ ევროპის ჩემპიონატის მიზნებზე ისაუბრა და დაპირება გასცა.

"პირველ შეხვედრას დიდი ემოციებით ველით. იდეაში ერთადერთი, ვისაც ამ ჩემპიონატზე უთამაშია, ჩვენი მწვრთნელია. მოლოდინი? ყველა მატჩში ბრძოლა და ჯგუფიდან გასვლა. იქ 3 მატჩის სათამაშდ არ ჩავალთ. გპირდებით, თამაშის დროს დანებებულ საქართველოს ვერ ნახავთ.

"ჩემი აზრით ასეთი დონის ტურნირებზე აწი ჩვენი ნაკრები რეგულარულად იასპარეზებს. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და ისინი ევროპულ კლუბებში თამაშბენ, შესაბამისად პოტენციალი ნამდვილად გავქვს. გამორიცხული არც მსოფლიოს ჩემპიონატია", - აცხადებს კაკაბაძე.

პირვლეი შეხვედრა 18 ივნისს თურქეთის წინააღდეგაა დაგეგმილი, მეორე 22-ში ჩეხეთის, ხოლო ჯგუფურ შეხვედრებს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ მორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი