მილანის „ინტერის“ ახალი პრეზიდენტი ჯუზეპე მაროტა გახდა, – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
იტალიური კლუბის ახალი მფლობელების გადაწყვეტილებით, მაროტა გენერალური დირექტორის თანამდებობაზეც გააგრძელებს მუშაობას, რომელსაც ის 2018 წლიდან იკავებს.
„ინტერამდე“ მაროტა „იუვენტუსში“ მუშაობდა და ტურინული გუნდის წარმატებული პერიოდი მის სახელთანაა დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ 2021 და 2024 წლებში მაროტას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2023 წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო.