ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ქართველებთან მატჩში ამის გაკეთება გვინდა და ვგეგმავთ" » სპორტის ხაზი

ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ქართველებთან მატჩში ამის გაკეთება გვინდა და ვგეგმავთ"

ჰაკან ჩალჰანოღლუ: "ქართველებთან მატჩში ამის გაკეთება გვინდა და ვგეგმავთ"
4-06-2024, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ იტალიასთან ამხანაგურ მატჩამდე მონტელასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

როგორც ჰაკანმა თქვა, მას და თურქ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატის მაჟორულ ნოტაზე დაწყება და საქართველოს დამარცხება სურთ:

ბოლო ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტის მიღწევა გვინდოდა, ვიდრე ეს გავაკეთეთ. მიხარია, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ტარდება, რადგან ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა. ჩვენი მწვრთნელი საქმეზე მუდმივად ფოკუსირებულია და ჩვენც ძალიან კონცენტრირებულები ვართ.

ვარჯიშის პროცესი მედიისთვის ღია არ იქნება, რადგან ასე საქმეზე ორიენტირება უფრო გაგვიადვილდება. ვაპირებთ და გვსურს, რომ ტურნირი მაგრად დავიწყოთ და ქართველები დავამარცხოთ, რადგან ასე გზის გაგრძელება უფრო მარტივი იქნება.

- თქვა თურქეთის ნაკრებისა და ინტერის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი - საქართველო 18 ივნისსაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი