ოქროს ბურთი 2024 - მოხვდა კვარაცხელია GOAL-ის ტოპ 20 ფეხბურთელში? » სპორტის ხაზი

ოქროს ბურთი 2024 - მოხვდა კვარაცხელია GOAL-ის ტოპ 20 ფეხბურთელში?

ოქროს ბურთი 2024 - მოხვდა კვარაცხელია GOAL-ის ტოპ 20 ფეხბურთელში?
3-06-2024, 21:09
Aa Aa
გაზიარება:

საკლუბო სეზონი ევროპაში დასრულებულია. ყველა ევროტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა. ასევე ვიცით ტოპ ლიგების ჩემპიონების შესახებაც. გამოცემა GOAL-მა ოქროს ბურთის რეიტინგი კვლავ განაახლა. ოცეულში მადრიდის რეალის ფეხბურთელები ჭარბობენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის. "სამეფო კლუბმა" ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამ მომენტისთვის საუკეთესო მოთამაშეთა სია, რომლებიც ხსენებული გამოცემების მოსაზრებით 2024 წელს ოქროს ბურთის მისაღებად იბრძვიან ასე გამოიყურება:

1.ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)

2.ჯუდ ბელინგემი (რეალი)

3.ტონი კროოსი (რეალი)

4.კილიან მბაპე (პსჟ)

5.ფილ ფოდენი (მან.სიტი)

6.ჰარი კეინი (ბაიერნი)

7.ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი)

8.როდრი (მან.სიტი)

9.როდრიგო (რეალი)

10.ანტონიო რუდიგერი (რეალი)

11.ერლინგ ჰალანდი (მან.სიტი)

12.ბუკაიო საკა (არსენალი)

13.დეკლან რაისი (არსენალი)

14.კევინ დე ბრუინი (მან.სიტი)

15.ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)

16.ბერნარდუ სილვა (მან.სიტი)

17.ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

18.მატს ჰუმელსი (დორტმუნდი)

19.მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

20.ლაუტარო მარტინესი (ინტერი)


სამწუხაროდ ოცეულში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია და შეიძლება ითქვას ეს ფაქტი გასაკვირი არც არის... ქართველის ნაპოლი მე-10 ადგილზე გავიდა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, თასზე კი დამარცხდა...

აქვე მოგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი გახლავთ, რომელმაც ევროპა გასული წლის სეზონის შემდეგ დატოვა და კარიერის გაგრძელება MLS-ში გადაწყვიტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი