რაშია თურქეთის შეტევის კოზირი? - უდიდესი საქმე ქართველ მცველებს » სპორტის ხაზი

რაშია თურქეთის შეტევის კოზირი? - უდიდესი საქმე ქართველ მცველებს

რაშია თურქეთის შეტევის კოზირი? - უდიდესი საქმე ქართველ მცველებს
3-06-2024, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს და შეეცდება, რომ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვოს.

როგორი გუნდია თურქეთი და რა არის მისი კოზირი შეტევით ფაზაში? - ეს ის კითხვაა, რაზეც ვილი სანიოლის გუნდმა ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს, იქამდე კი ჩვენებურ განხილვას გთავაზობთ.

რეალურად, თურქეთის შეტევა მშვენივრად გამოიყურება და მასთან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მაგალითისთვის, თუნდაც რად ღირს ფაქტი, რომ მათი დარტყმების 84% კარში ზუსტად მიდის! იქედან გამომდინარე, რომ თურქეთის ნაკრებში კარგი დამრტყმელები არიან, ისინი მიზანს იოლად აღწევენ და უმეტესად აქცენტს შორეულ გასროლებზე აკეთებენ. ჩალჰანოღლუ, იაზიჩი, უნდერი, გიულერი და ილდიზი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც გრძელი მანძილიდან კარში ზუსტად დარტყმა და გოლის გატანა საკმაოდ კარგად გამოსდით, მათ კი ნაკრების მცველებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ.

მიუხედავად დარტყმის კარგი მაჩვენებლისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო მესამედში თურქეთის ნაკრების მხრიდან გაკეთებული საკვანძო პასების საშუალო მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალია (40%), რაც იმას ნიშნავს, რომ უშუალო მომენტების შექმნაში თურქებს პრობლემები აქვთ.

თურქები ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ისეთ ტაქტიკას, სადაც ცენტრალური მცველები ცენტრის ხაზთან არიან აწეულნი და შეტევაში განაპირა მცველები აქტიურად მონაწილეობენ. გარდა ამისა, ცენტრალური დაცვის ორი წევრი გრძელი პასების კეთებითაც გამოირჩევა, ეს კი კიდევ ერთი ყურადსაღები ფაქტია.

ასევე, საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ თურქეთის მწვრთნელისთვის, ვინჩენცო მონტელასთვის შეტევაში დასაყრდენი ჩალჰანოღლუ, აიჰანი და იაზიჩი იქნებიან, რომელთა პასების გამჭრიახობა თამაშში ბევრ რამეს გადაწყვეტს, ხოლო გიულერი, უნდერი, ილმაზი და უნალი ბოლო მესამედში თავიანთი აქტიურობით სახიფათო მომენტებისა და გოლების შემქმნელები უნდა იყვნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი