კიტეიშვილი: "თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ უფრო მეტი ივარჯიშოს" » სპორტის ხაზი

კიტეიშვილი: "თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ უფრო მეტი ივარჯიშოს"

კიტეიშვილი: "თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ უფრო მეტი ივარჯიშოს"
3-06-2024, 01:54
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებს ავსტრიაში 6 ახალი ფეხბურთელი შეუერთდა, გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა.

გთავაზობთ ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის კომენტარს სამწვრთნელო სესიიდან:

"ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, არასრული შემადგენლობით უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. მოთამაშეების რაღაც ნაწილი დღეს შემოგვიერთდა, ხოლო სრული შემადგენლობით მომდევნო კვირაში შევიკრიბებით.

"გუნდში კარგი განწყობა. ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია სწორედ მოახლოვებულ თამაშებზე მოვახდინოთ და ძალიან მოტივირებულები ვართ.

"თითოეული მოთამაშე უფრო მეტს ვარჯიშობს და უფრო მონდომებულები არიან, რაც მისასალმებელია. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა დონის ტურნირზე ვვასპარეზობთ. ამისთვის ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპის გავლაა საჭირო", - აცხადებს კიტეიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი