საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში პირველი ვარჯიში გამართა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში პირველი ვარჯიში გამართა
29-05-2024, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.

ევრო 2024-ისთვის მოსამზადებელი შეკრების პირველ ვარჯიშში, რომელიც გაინბერგის სტადიონზე გაიმართა, 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი