"პირველი ოთხი თვე გაქრა, ის პატრიოტი არ არის" - ალიევის სკანდალური განცხადება ანდრეი შევჩენკოზე » სპორტის ხაზი

"პირველი ოთხი თვე გაქრა, ის პატრიოტი არ არის" - ალიევის სკანდალური განცხადება ანდრეი შევჩენკოზე

"პირველი ოთხი თვე გაქრა, ის პატრიოტი არ არის" - ალიევის სკანდალური განცხადება ანდრეი შევჩენკოზე
2-06-2024, 14:41
Aa Aa
გაზიარება:

კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ ალიევმა, გადაცემა BurBuzz-თან ინტერვიუში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკო გააკრიტიკა.

"როდესაც ომი დაიწყო, ოთხი თვე შევჩენკოს შესახებ საერთოდ არაფერი მსმენია. არ მსმენია და არ მინახავს. ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში ჩამოსვლა დაიწყო, როცა კიევში ეს რუსი ნაძირლები უკვე არ იყვნენ. აი, ესაა, რა არის აქ სასაუბრო? სამაგიეროდ, ჩვენ პატრიოტები ვართ. პატრიოტი ისაა, ვინც ავტომატს აიღებს და ბრძოლის ველზე მიდის, ეს კი, გულზე მჯიღის ცემა.

ახლა რუსები კიევში აღარ არიან და ის უკვე ჩვენთან ერთადაა. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე სიმართლე მიყვარს. თუ ეს მწვანეა, ე.ი. ეს მწვანეა; თუ ეს თეთრია, ე.ი. ეს თეთრია.
"


შეგახსენებთ, რომ შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ლეგნდარულმა ფეხბურთელმა რამდენიმე თვის წინ უკრაინის დასახმარებლად კამპანია წამოიწყო - #gameforukraine


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი