ერთგულების ბონუსი ხვიჩას? - რა შესთავაზა მანამ მამუკა ჯუღელს და ფეხბურთელს » სპორტის ხაზი

ერთგულების ბონუსი ხვიჩას? - რა შესთავაზა მანამ მამუკა ჯუღელს და ფეხბურთელს

ერთგულების ბონუსი ხვიჩას? - რა შესთავაზა მანამ მამუკა ჯუღელს და ფეხბურთელს
2-06-2024, 14:12
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია და მის ირგვლივ არსებული სატრანსფერო ჭორები იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა გამოცემამ, corriere dello sport-მა ქართველის მომავალზე ახალი ცნობები გაავრცელა და განაცხადა, რომ ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ მამუკა ჯუღელს ახალი პირობები წარუდგინა.

როგორც წყარო იტყობინება, სპორტული დირექტორი ფეხბურთელის აგენტს დაჰპირდა, რომ პარტენოპეი ხვიჩას კონტრაქტს 2029 წლამდე გაუხანგრძლივებს და მისი ხელფასი ორჯერ გაიზრდება.

გამოცემა ასევე სძენს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ, ორივე მხარე კმაყოფილი იყო და ერთმანეთს შეთანხმების მიღწევის სურვილით დაემშვიდობნენ.

შეგახსენებთ, რომ "კვარას" ბოლო დღეების განმავლობაში პსჟ-ს აქტიურად უკავშირებენ. ფრანგული კლუბი კი თავისმხრივ უარყოფილი პირველი, 110-მილიონიანი შეთავაზების შემდეგ, მეორე შეთავაზებას ამზადებს და ამჯერად ნეაპოლელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონს შესთავაზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი