როგორც Corriere dello Sport-ი იტყობინება, კრიშტიანუ რონალდუმ “ალ ნასირთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა.
როგორც წყარო იტყობინება, მიუხედავად ბოლო კვირებში არსებული გაუგებრობისა, პორტუგალიელმა საუდის არაბულ კლუბთან შეთანხმება 2025 წლამდე გააფორმა.
რონალდუ “ალ ნასირში” 40 წლამდე აპირებს დარჩენას, რათა მომდევნო, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მზადყოფნაში იყოს.
Corriere dello Sport-ის თქმით, კრიშტიანუს ყოველწლიური ანაზღაურება 200 მილიონ ევრომდე იქნება.