"რეალის" მორიგი ტრიუმფი - ვინ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ » სპორტის ხაზი

"რეალის" მორიგი ტრიუმფი - ვინ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ

"რეალის" მორიგი ტრიუმფი - ვინ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ
2-06-2024, 01:15
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონში, უემბლის სტადიონზე 2023/2024 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა.

ფინალური მატჩის პირველი ტაიმი „ბორუსიამ“ მაღალ დონეზე ჩაატარა, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში „რეალი“ ძალიან გააქტიურდა და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. 74-ე წუთზე, ტონი კროოსის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გოლი დანიელ კარვახალმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კროოსისთვის ეს უკანასკნელი მატჩი იყო საკლუბო ფეხბურთში.

მეორე გოლი ვინისიუს ჟუნიორის ანგარიშზეა, მან დორტმუნდელთა კარი 83-ე წუთზე ჯუდ ბელინგემის გადაცემის შემდეგ აიღო.

90 წუთის ამოწურვის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა - ყველაზე მეტი სარეინტინგო ქულა კი დანიელ კარვახალმა დაიმსახურა (8.5)

ესპანური ფეხბურთის გრანდმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო და უახლოეს მდევარს, „მილანს“ რვა ტიტულით ასწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი