დორტმუნდი - რეალი | რა თქვეს მწვრთნელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე » სპორტის ხაზი

დორტმუნდი - რეალი | რა თქვეს მწვრთნელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე

დორტმუნდი - რეალი | რა თქვეს მწვრთნელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე
1-06-2024, 12:59
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ედინ ტერზიჩის დორტმუნდი დაა კარლო ანჩელოტის რეალი შეხვდებიან.

აი, რა თქვეს მწვრთნელებმა დღევანდელი ფინალის წინ:

ჩვენ ამ ტურნირზე კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შევინახეთ და მიმაჩნია, რომ ეს უმნიშვნელო სტატისტიკა არაა. ცხადია, ვიცით თუ ვის ვხვდებით და რასთან გვექნება საქმე. მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია და მათთან მოგება იოლი არავისთვისაა. ბევრს მიაჩნია, რომ ისინი ფავორიტები არიან, თუმცა ასე იყო პარი სენ-ჟერმენთან და სხვა კლუბებთანაც, მაგრამ ახლა ფინალში ჩვენ ვართ და არა ისინი.

- თქვა ედინ ტერზიჩმა.

გამარჯვების გვჯერა. ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ანუ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა და ოქროს მედლების ასაღებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რეალი არის ისტორია, ხარისხი და ტრადიცია, ამდენი ტიტული კი შემთხვევითი სულაც არაა. ბოლო თაობის ფეხბურთელებმა საოცარი შედეგები აჩვენეს და ზოგიერთ მათგანს მეექვსედ შეუძლია ლიგის მოგება. ვიცით, რომ დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ბოლო წვეთამდე ბრძოლას ვაპირებთ.

- თქვა კარლო ანჩელოტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი