მეცმა მიქაუტაძეს ფასი უკვე გაუზარდა - რა ეღირება ქართველი თავდამსხმელი? » სპორტის ხაზი

მეცმა მიქაუტაძეს ფასი უკვე გაუზარდა - რა ეღირება ქართველი თავდამსხმელი?

მეცმა მიქაუტაძეს ფასი უკვე გაუზარდა - რა ეღირება ქართველი თავდამსხმელი?
1-06-2024, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე ცნობილი გახდა, მეცი გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამის აიაქსიდან 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვას აპირებს, ეს კი იმიტომ, რომ თავად მომავალში კიდევ უფრო მეტი იშოვოს.

Footmercato-ს ინფორმაციის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით არამხოლოდ მონაკო, არამედ გიორგისთვის მშობლიური ლიონიცაა დაინტერესებული, რომელმაც თავის დროზე ქართველი შემტევი დაიწუნა, ახლა კი შეტევის გაძლიერება სწორედ მიქაუტაძის გადაბირებით სურს.

ამავე წყაროს მტკიცებით, მეცმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი სატრანსფერო ბაზარზე 20 მილიონ ევროდ დააყენოს და აიაქსიდან უკან გამოსყიდვის შემდეგ 7 მილიონ ევრომდე ნახოს მოგება.

მონაკო, ლიონი, მარსელი, რენი.. მოკლედ, აღარ დარჩა საფრანგეთის ლიგის წარმატებული და გამორჩეული გუნდი, რომელსაც მიქაუტაძე არ დაუკავშირეს. ფაქტია, ქართველი შემტევით არაერთი კლუბია დაინტერესებული და წესით, გიორგი იქ აღმოჩნდება, საიდანაც მეცი ყველაზე დიდ მოგებას ნახავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი