ლევან სალუქვაძე: "მე თუ მკითხავთ, ნაკრებში არაბიძეს ამიტომ არ დაუძახეს" » სპორტის ხაზი

ლევან სალუქვაძე: "მე თუ მკითხავთ, ნაკრებში არაბიძეს ამიტომ არ დაუძახეს"

ლევან სალუქვაძე: "მე თუ მკითხავთ, ნაკრებში არაბიძეს ამიტომ არ დაუძახეს"
1-06-2024, 10:34
Aa Aa
გაზიარება:

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობა დაასახელა, სადაც გიორგი არაბიძის ადგილი ვერ მოიძებნა, რომლის გამოძახებასაც ქართველი ფანების დიდი ნაწილი ითხოვდა.

ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა სპორტულმა ჟურნალისტმა, ლევან სალუქვაძემ, რომელიც სპორტულ პოდკასტს იუთუბ არხ "ამბასადორზე" სტუმრობდა.

ამდენ ხალხს რომ უნდა ეს კაცი, მე ამას სალაპარაკოს არ გავხდიდი და ნაკრებში გამოვიძახებდი. შეიძლება კუთხურის ალმიდან მეორე კუთხურის ალმამდე ვერ გაიქცეს, მაგრამ არც არის ეს საჭირო. წარმოიდგინეთ, დარჩა 15 წუთი, დალაგებული თამაშია და მოსაგები გაქვს, მანდ არაბიძე ან შორიდან დაარტყამს, ან კაცს მოატყუებს, ან სტანდარტულს კარგად მოაწვდის..

აზაროვზე ამბობდნენ, რომ არც ისე კარგი ხასიათი აქვს და ნაკრებს მისი განწყობა ევროპის ჩემპიონატზე არ წაადგებოდაო, მე კი დაახლოებით იგივე მგონია გიორგი არაბიძეზეც.

- თქვა ლევან სალუქვაძემ.

სხვათა შორის, ლევან სალუქვაძემ ისიც ივარაუდა, რომ ჯაბა კანკავა ნაკრებიდან იმ წყენის გამო წავიდა, რომლის შესახებაც ხალხმა საჯაროდ ჯერ კიდევ არაფერი იცის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი