ხვიჩა კვარაცხელია პსჟში ტრანსფერს დათანხმდა » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია პსჟში ტრანსფერს დათანხმდა

ხვიჩა კვარაცხელია პსჟში ტრანსფერს დათანხმდა
1-06-2024, 02:19
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-ში გადასვლას დათანხმდა.

თუმცა საქმე მარტივად მაინც არ არის. გარემოებას ნეაპოლელები ართულებენ.

პარიზელებმა იტალიელებს თავიდან 100 მილიონიანი წინადადებით მიმართეს, მაგრამ დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ მის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მლნ ევროს მიიღებენ.

"პსჟ"-მ ფსონი გაზარდა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 10 მლნ ევროთი და ასე აპირებს "ნაპოლისთან" მოლაპარაკებების გამართვას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი