კვარაცხელიას აგენტი პსჟ-ის პრეზიდენტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა? » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას აგენტი პსჟ-ის პრეზიდენტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

კვარაცხელიას აგენტი პსჟ-ის პრეზიდენტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
31-05-2024, 12:39
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგული გამოცემის, La Parisien-ის ჟურნალისტი, ადრიან შანტერგელი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებს შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილა.

როგორც ჟურნალისტი იტყობინება, ფრანგული კლუბი კილიან მბაპეს ჩამნაცვლებელს აქტიურად ეძებს და მათი ფავორიტი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა.

"პარიზული გრანდი მბაპეს გზის გამგრძელებლის ძიებაშია. ახალი ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე უნდა თამაშობდეს და შესაბამისი უნარებით გამოირჩეოდეს."

"ეჭვი არ არსებობს, რომ დაინტერესება რეალურია. მოსალოდნელია, რომ პარი სენ-ჟერმენმა აურელიო დე ლაურენტისს ქართველის სანაცვლოდ 80 ან 90 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა რამდენად იქნება საკმარისი აღნიშნული თანხა, ეს ცალკე საკითხია"
, - ამბობს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისს კვარაცხელიას შენარჩუნების სურვილი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ეს სწორედ ისაა, რაზეც იტალიური მედია ერთხმად აპელირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი