"გუნდში ქართველი მესი გვყავს" - ამერიკელი ფანები საბა ლობჟანიძეს აღმერთებენ » სპორტის ხაზი

"გუნდში ქართველი მესი გვყავს" - ამერიკელი ფანები საბა ლობჟანიძეს აღმერთებენ

"გუნდში ქართველი მესი გვყავს" - ამერიკელი ფანები საბა ლობჟანიძეს აღმერთებენ
31-05-2024, 10:55
Aa Aa
გაზიარება:

ამერიკის MLS-ში საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედი ლიონელ მესის ინტერ მაიამის ეწვია და არგენტინელი ლეგენდის გუნდი 1:3 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე გახდა, რომელმაც მეტოქე გუნდს 2 გოლი გაუტანა და შეფასების დონეზე 8.7 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

ქართველი შემტევის თამაშს ამერიკელი ფანები პლატფორმა X-ზე ეხმაურებიან და წერენ, რომ საბა ატლანტას ყველაზე ღირებული მოთამაშეა:

"ამ წუთისთვის საბაზე ძლიერი ფეხბურთელი გუნდში არავინაა"

"ყველა მესის გაბრწყინებას ელოდა და ცაზე ელვასავით საბამ გაანათა"

"ჩვენც გვყავს ჩვენი ქართველი მესი და ის საბა ლობჟანიძეა"

"ქვეყანა საქართველოს მსგავსად, ჩვენი შტატი ჯორჯიაც რომ ასეთი წარმატებული იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა"

"ლობჟანიძე მატჩის მეფის წოდების მიღებას თავიდან ბოლომდე იმსახურებდა"

"მაგარი ფეხბურთელია, სწრაფია და ვერ შეეხები, ის კიდევ ბევრჯერ გამოგვადგება"
, - წერენ ამერიკელი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი