9 ივნისს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაპირისპირდება, რათა ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ ძალები დატესტოს.
ამ მეტოქესთან ქართველებს არასდროს მოგვიგია. მათ 2-ჯერ, 2009 წელს შევხვდით. პირველი დაპირისპირება მათ სტადიონზე გაიმართა უგოლო ფრით, საპასუხო შეხვედრაში კი ანგარიში მასპინძლებმა მე-13 წუთზე გახსნეს, რასაც ვლადიმერ დვალიშვილმა გოლით უპასუხა.
თუმცა 78-ე წუთზე მასპინძლებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს, რომლის ავტორიც ანდრია ბელიბასიჩი გახლდათ, ესპანეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ერკულესის" ფეხბურთელი.
ამჟამად მონტენეგროს მწვრთნელის რანგში ყოფილი ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკია გვევლინება. იგი მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან უძღვება ნაკრებს, მას შემდეგ ორი დაპირისპირება გამართა ბელარუსიისა და მაკედონიის წინააღმდეგ, რომლებშიც გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მონტენეგრო ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრები კი 75-ე.