"ამდენი ფული ამ ვიღაც კვარადონასთვის?" - როგორ შეხვდნენ ფრანგები ხვიჩას ტრანსფერის ანონსს » სპორტის ხაზი

"ამდენი ფული ამ ვიღაც კვარადონასთვის?" - როგორ შეხვდნენ ფრანგები ხვიჩას ტრანსფერის ანონსს

"ამდენი ფული ამ ვიღაც კვარადონასთვის?" - როგორ შეხვდნენ ფრანგები ხვიჩას ტრანსფერის ანონსს
29-05-2024, 11:58
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ პარი სენ-ჟერმენი კილიან მბაპეს ჩანაცვლებას ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით აპირებს.

ამასთან დაკავშირებით ფრანგი გულშემატკივრები პლატფორმა X-ზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ:

"100 მილიონი ამ ვიღაც კვარადონასთვის, ეს ხუმრობაა, არა?"

"ნაპოლი 150 მილიონსაც კი უარყოფს, არადა ამდენის გადახდა საერთოდ არაა საჭირო"

"მბაპეს ვერავინ ჩაანაცვლებს, მაგრამ თუ ვინმე ამასთან ახლოს იქნება, ერთ-ერთი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა"

"150 მილიონი ბევრია, 50 მილიონით ნაკლები უფრო ლოგიკური იქნებოდა"

"თუ განვიზრახავთ, რომ მბაპე სრულფასოვნად ერთი ფეხბურთელით ჩავანაცვლოთ, ამისთვის არათუ კვარაცხელია, არამედ არავინ გამოგვადგება"

"150 მილიონი? სიმართლე გითხრათ, სიცილის მეტი სხვა რეაქცია არ მქონია"
, - წერენ პარი სენ-ჟერმენის ფანები სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი