18 წლის სიგუას პირველი კომენტარი ნაკრებში მოულოდნელად ჩასმის შემდეგ » სპორტის ხაზი

18 წლის სიგუას პირველი კომენტარი ნაკრებში მოულოდნელად ჩასმის შემდეგ

18 წლის სიგუას პირველი კომენტარი ნაკრებში მოულოდნელად ჩასმის შემდეგ
28-05-2024, 22:19
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ჯაბა კანკავამ EURO 2024-ზე წასვლაზე უარი განაცხადა, რათა შანსი უფრო ახალგაზრდა ფებხურთელისთვის მიეცათ.

ვილი სანიოლიმ გადაწყვეტილება 18 წლის ფეხბურთელზე, გაბრიელ სიგუაზე, შეაჩერა, რომელიც "ბაზელის" რიგებში გამოდის.

გთავაზობთ ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის პატარა ინტერიუვს, რომელშიც მან ამ მოულოდნელ შანსზე ისაუბრა.

"არ დაგიმალავთ, ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან სასიხარულოა, როდესაც ასეთ ტურნირზე თამაშის საშუალება გეძლევა. ვფიქრობ, ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც გადაწყობა მოვასწარი და ნაკრების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.

"ბოლო ორი მატჩი? გუნდმა ტრავმის რისკის ამარიდა, რის გამოც გადაწყვიტეს, დავესვენებინე. თავს კარგად ვგრძნობ, საბედნიეროდ და ფიზიკურადაც ძალიან კარგ ფორმაში ვარ, რაშიც "ბაზელში" გატარებული სეზონს ლომის წვლილი მიუძღვის", - აცხადებს სიგუა.

ნაკრები ავსტრიაში დღეს, 28 მაისს შეიკრიბა, პირველ დაპირისპირებას კი 9 ივნისს მონტენეგროს წინააღმდეგ ითამაშებს, რათა EURO 2024-სთვის ფეხბურთელებმა შეთამაშება უკეთ შეძლონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი