ზივზივაძე : "ჩემმა შვილმა ევროპის ჩემპიონატზე ამდენ გოლს გაიტანო, წინათაც მითხრა და გამართლდა" » სპორტის ხაზი

ზივზივაძე : "ჩემმა შვილმა ევროპის ჩემპიონატზე ამდენ გოლს გაიტანო, წინათაც მითხრა და გამართლდა"

ზივზივაძე : "ჩემმა შვილმა ევროპის ჩემპიონატზე ამდენ გოლს გაიტანო, წინათაც მითხრა და გამართლდა"
28-05-2024, 20:14
Aa Aa
გაზიარება:

ბუდუ ზივზივაძემ საუკეთესო სეზონი დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.

ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატამდე მოსამზადებლად, ქართველმა ფეხბურთელმა ინტერვიუ ქართულ მედიასთან ჩაწერა, სადაც ორიოდე რამ თავის ოჯახზეც თქვა:

"ჩემი შვილი ყოველთვის მახარებს. წინათ, შაი ამბობს, მამა ევროპის ჩემპიონატზე ორ გოლს გაიტანსო. რატომღაც ასე ამბობს და იმედია, ასეც იქნება. სხვათა შორის, ლუქსემბურგთან შეხვედრამდეც თქვა, მამა ორ გოლს გაიტანსო და კი გავიტანე…

ამჯერად გოლებს ჯგუფურ ეტპაზე გაიტანო მითხრა. პლეი-ოფში გასვლაზე სამწუხაროდ ჯერ არაფერი უთქვამს (იცინის)
"


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის სადებიუტო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი