"კარგად უნდა მოვემზადოთ" - ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ » სპორტის ხაზი

"კარგად უნდა მოვემზადოთ" - ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ

"კარგად უნდა მოვემზადოთ" - ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
28-05-2024, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

გრაცის შტურმის ნახევამცველმა, ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ნაკრების ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე მედიასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა და განაცხადა:

"განწყობა იდეალურია. სასიამოვნოა, რომ ასეთი ტურნირზე მოსამზადებლად ვიკრიბებით. ის სიხარული, რომელიც 26 მარტიდან მოყოლებული გვქონდა, თითქოს გაცივდა, მაგრამ ერთმანეთის დანახვით და შეკრებით ისევ განგვიახლდა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ და თამაშებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. მანამდე ერთი ამხანაგური მატჩიც გვაქვს და იმედია, ევროპის ჩემპიონატს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად კარგად მომზადებული და ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება
."


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი