"ვალენსიას" ლიდერი! - მამარდაშვილის ამ სეზონის სტატისტიკა ციფრებში » სპორტის ხაზი

"ვალენსიას" ლიდერი! - მამარდაშვილის ამ სეზონის სტატისტიკა ციფრებში

"ვალენსიას" ლიდერი! - მამარდაშვილის ამ სეზონის სტატისტიკა ციფრებში
27-05-2024, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ლა ლიგის ბოლო ტურში შინ სელტა ვიგო მიიღო და დაუზავდა (2:2).

"ღამურების" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული კვლავ ქართველი მეკარე გახლდათ, რომელმაც გუშინ ესპანური კლუბის მაისურით საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი მესტალიაზე 2021 წლიდან გამოდის, ამ დროის განმავლობაში კი საუკეთესო სტატისტიკა ამ სეზონში ჰქონდა.

- 37 მატჩი

- 13 მშრალად შენახული კარი

- 3/5 მოგერიებული პენალტი

საკლუბო ფეხბურთს თუ შევეშვებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი სანაკრები მატჩებში საუკეთესო გახლდათ. გიორგის უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რამდენიმე დღეში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი