აქამდე უცნობი ისტორია - კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი გვიმხელს, როგორ დაიწყო ხვიჩამ თამაში » სპორტის ხაზი

აქამდე უცნობი ისტორია - კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი გვიმხელს, როგორ დაიწყო ხვიჩამ თამაში

აქამდე უცნობი ისტორია - კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი გვიმხელს, როგორ დაიწყო ხვიჩამ თამაში
27-05-2024, 00:56
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი მწვრთნელი ანზორ ზუკაკიშვილი იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ქართველმა ფეხბურთელმა ფეხბურთის თამაში.

"მამამისი, ბადრი, "ავაზას" მწვრთნელი იყო და ხვიჩაც მოჰყავდა ხოლმე, მე კი ღობის მეორე მხარეს 2000 წლიან ფეხბურთელებს ვავარჯიშებდი, საიდანაც მამა-შვილს კარგად ვხედავდი.

"ერთხელ დავინახე, თუ როგორ მოხერხებულად დაარტყა ბურთს ფეხი და ისე მოათავსა ბურთი ბადეში, ჩემთან დავუძახე და ბიჭებთან ვათამაშე.

"მიუხედავად იმისა, რომ იგი მასზე უფროსებში შევუშვი, არავისზე ნაკლებად თამაშობდა. ახლა სადაც თამაშობს, იმ პოზიციაზე დავაყენე და თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა. ვერ იფიქრებდით, რომ ის მათზე პატარა იყო.

"შემდეგ მშობლებიც ჩაერთვნენ საქმის კურსში და ყველგან დაგვყავდა. ძალიან მორიდებული იყო ყოველთვის. პირველად რომ დავუძახე მაშინაც და მას შემდეგაც.

"მახსოვს, 12 წლის ასაკში "დინამომ" რომ წაიყვანა და გული ძალიან დამწყდა, რადგან ისინი ჩვენი კონკურენტები იყვნენ. ხშირადაც არ ათამაშებდნენ და როცა შეჰყავდათ, პოზიციებს უცვლიდნენ, ხან დაცვაში, ხან სად, ხან სად.

"როგორც გითხარით, არ შეცვლილა. რამდენიხანია რაც ამ დონეზე ასპარეზობს და ისევ იმ ადამიანად დარჩა, როგორიც იყო. ზოგიერთი ძალიან ყოყლოჩინობს და სხვებზე მაღლა მოაქვთ თავი, ის ასეთი არაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი