ახალი კონტრაქტი თანხის სანაცვლოდ - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ახალი პირობა წარუდგინა » სპორტის ხაზი

ახალი კონტრაქტი თანხის სანაცვლოდ - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ახალი პირობა წარუდგინა

ახალი კონტრაქტი თანხის სანაცვლოდ - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ახალი პირობა წარუდგინა
26-05-2024, 14:53
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიში ამ ზაფხულს ბევრ სატრანსფერო ცვლილებებს გეგმავენ, თუმცა განსხვავებულია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულება, რომლის გაშვებაც იტალიურ კლუბს არ სურს.

ნეაპოლური გაზეთი IL Mattino იტყობინება, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს.

ასეთი შეთავაზების მიუხედავად, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, რადგან პარალელურად, ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი 6 მილიონ ევროს ითხოვს.

"პარტენოპეის" მიზანია, რომ კვარა შეინარჩუნოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი ახლა მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს შეადგენს რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი