Soccernews : "მიქაუტაძის შეძენით ესპანური გრანდი დაინტერესდა" » სპორტის ხაზი

Soccernews : "მიქაუტაძის შეძენით ესპანური გრანდი დაინტერესდა"

Soccernews : "მიქაუტაძის შეძენით ესპანური გრანდი დაინტერესდა"
26-05-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

სევილიას ზაფხულში აიაქსიდან გიორგი მიქაუტაძის დამატება სურს და მზად არის ამისთვის ყველაფერი გააკეთოს – ინფორმაციას Soccernews-ი ავრცელებს.

სავსებით შესაძლებელია, რომ ზაფხულში ნიდერლანდურმა გრანდმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში მცირე მოგება მაინც მიიღოს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელის შეძენით სევილიელები დაინტერესდნენ. მიქაუტაძე ასევე მადრიდის ატლეტიკოსა და მონაკოსაც უკავშირებენ.

"თავად ფეხბურთელი აიაქსში დაბრუნებაზე არ ოცნებობს. ამსტერდამელებმა 2023 წლის აგვისტოში 23 წლის თავდამსხმელში დაახლოებით 16 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ნიდერლანდურ კლუბში მას თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა და იჯარით მეცში დაბრუნდა, სადაც ბოლო ექვს თვეში 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. სევილიაში თავდამსხმელის პოზიციაზე ისააკ რომერო, იუსეფ ენ-ნესირი და მარიანო დიასი თამაშობენ, მიქაუტაძეს კი, ძირითადად, ფლანგის მოთამაშედ განიხილავენ." – წერს Soccernews-ი.

შეგახსენებთ, რომ აიაქსი ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევრომდე ითხოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი