გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც "Sportline"-ს ვერსიით ბოლო ევროპის ჩემპიონატს ატარებენ. ზოგიერთი მათგანი ამ ტურნირის შემდეგ საფეხბურთო კარიერასაც კი ასრულებს.
რობერტ ლევანდოვსკი. ამჟამად იგი 35 წლისაა და ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ EURO 2028-შიც მიიღებს მონაწილეობას. პოლონელმა ფორვარდმა ევროპის ჩემპიონატზე 2012, 2016 და 2020 წლებში იასპარეზა. გამონაკლისი არც მოახლოებული კონტინენტის პირველობა იქნება.
ლუკა მოდრიჩი - ამ დროისთვის მისი ასაკი 38 წელია და მე-5 ევროპის ჩემპიონატზეა გამოძახებული. ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მისთვის EURO 2024 ბოლო იქნება. არაა გამორიცხული, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლუკამ სანაკრებო კარიერის დასრულებაც დააანონსოს.
ჟორჟინიო - ბევრი ალბათ ფიქრობდა, რომ ლუჩიანო სპალეტი მას მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც არ გამოიძახებდა, მაგრამ იგი განაცხადშია. რაც არ უნდა იყოს, 4 წლის შემდეგ ჟორჟინიო 36-ის იქნება და ნაკლებადაა მოსალოდნელი, ისედაც მაღალკონკურენტულ იტალიურ განაცხადში მომდევნო ევროპაზეც მოხვდეს.
ანტუან გრიზმანი - ფრანგი ახლა 33 წლისაა. მან მონაწილეობა 2016 და 2020 წლების ევროებზე მიიღო, წელსაც ითამაშებს და დიდი ალბათობით EURO 2028-ზე უფრო ახალგაზრდა თავდამსხმელი ჩაანაცვლებს.
ოლივიე ჟირუ - მორიგი ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც ბოლო ევროპას ითამაშებს ოლივიე ჟირუა, რომელიც EURO 2028-სთვის 41 წლის იქნება.
ტონი კროოსი - ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა უკვე დაადასტურა, რომ EURO 2024-ის დასრულების შემდეგ იგი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
მანუელ ნოიერი - მორიგი ლეგენდარული გერმანელი, რომელიც მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე აღარ ითამაშებს, რადგან მისი ასაკი უკვე 42 წელი იქნება.
პეპე - პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია. იგი ამჟამად 41 წლისაა და მისთვის ეს მე-5 კონტინენტის პირველობა იქნება.
კრიშტიანუ რონალდუ - ამ ადამიანისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. იგი 39 წლის ასაკში ახერხებს და მე-6 ევროპის ჩემპიონატზე გამოდის, რაც ყველა დროის რეკორდია. EURO 2028-სთვის პორტუგალიელი სუპერვარკსვლავი 43 წლის იქნება. გაიწევს იგი მე-7 ევროპაზე? მისგან გამორიცხული არაფერია, მაგრამ მოდით რეალისტები ვიყოთ.