გვარდიოლამ კომპანი კრიტიკისგან დაიცვა: "მომწონს მისი პროფესიონალიზმი" » სპორტის ხაზი

გვარდიოლამ კომპანი კრიტიკისგან დაიცვა: "მომწონს მისი პროფესიონალიზმი"

გვარდიოლამ კომპანი კრიტიკისგან დაიცვა: "მომწონს მისი პროფესიონალიზმი"
25-05-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნი თომას ტუხელის წასვლის შემდეგ ვინსენტ კომპანიმ უნდა ჩაიბაროს, რომლის ბარნლიც პრემიერ ლიგიდან დაქვეითდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელმა ბარნლის ჩემპიონშიპი ერთი ამოსუნთქვით მოაგებინა, მათ საკმაოდ ცუდი პრემიერლიგური სეზონი ჰქონდათ და რანგით მეორე დივიზიონში დამსახურებულად გავარდნენ.

წარუმატებლობის მიუხედავად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიერნის ხელმძღვანელობა კომპანიში დიდ სამწვრთნელო პოტენციალს ხედავს და მასთან თანამშრომლობას მიესალმება.

ამის გამო ბევრი გულშემატკივარი კომპანის აგდებულად უყურებს და ბელგიელისადმი კრიტიკას არ იშურებს, თუმცა დამცველად ვინსენტს პეპ გვარდიოლა ევლინება.

"არ აქვს მნიშვნელობა ბარნლისთან ერთად დაქვეითდა თუ არა. დიდი წარმოდგენა მაქვს მისი საქმის, პიროვნების და თამაშის ცოდნის მიმართ. მომწონს როგორ ესაუბრება მედიას. მოხარული ვიქნები, თუ მას ბაიერნში ვნახავ", - თქვა პეპმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი