საქართველო - თურქეთი | ურთიერთშეხვედრათა ისტორია და სტატისტიკა » სპორტის ხაზი

საქართველო - თურქეთი | ურთიერთშეხვედრათა ისტორია და სტატისტიკა

საქართველო - თურქეთი | ურთიერთშეხვედრათა ისტორია და სტატისტიკა
25-05-2024, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თავის სადებიუტო შეხვედრას ვინჩენცო მონტელას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი გუნდი თურქეთს დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში 5-ჯერ შეხვედრია, საიდანაც გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ, 3-ჯერ წავაგეთ და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

საქართველო და თურქეთი პირველად 2002 წელს ამხანაგური მატჩის ეგიდით შეხვდნენ, რომელიც ჩვენმა მეტოქე გუნდმა საკუთარ კედლებში 3:0 მოიგო. ამას მოსდევდა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და ორი ამხანაგური შეხვედრა, პირველი თურქეთში, მეორე კი საქართველოში. პირველი მათგანი ფრედ, 1:1 დასრულდა და ქვეყანამ გასვლაზე ქულა მოიპოვა, თუმცა საშინაო კედლებში დიდი ანგარიშით, 2:5 დამარცხდა.

ეროვნული გუნდის თურქეთთან მოპოვებული ერთადერთი გამარჯვება 2007 წლით თარიღდება. მუნდიალის საკვალიფიკაციოზე ვერცერთი მატჩის ვერმოგების შემდეგ, საქართველომ თურქეთს ამხანაგურ შეხვედრაში ორი წლის შემდეგ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო.

რაც შეეხება გუნდების ბოლო შეხვედრას, ის 2012 წელს გაიმართა და საქართველომ 1:3 კვლავ ამხანაგურ შეხვედრაში წააგო (მატჩი ავსტრიაში გაიმართა), მას შემდეგ კი უკვე 12 წელია თურქეთთან ერთი მატჩიც კი არ გვითამაშია.

იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველო თურქეთის ოფიციალურ შეხვედრაში პირველად დამარცხებას სწორედ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შეძლებს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი