VIDEO: 'დაგვირეკეს და..' - რატომ არ შედგა მამარდაშვილის რეალში ტრანსფერი? » სპორტის ხაზი

VIDEO: 'დაგვირეკეს და..' - რატომ არ შედგა მამარდაშვილის რეალში ტრანსფერი?

VIDEO: 'დაგვირეკეს და..' - რატომ არ შედგა მამარდაშვილის რეალში ტრანსფერი?
25-05-2024, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

Geo Team-თან საუბრისას საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბევრი საინტერესო და აქტუალური თემა მიმოიხილა.

ბაიერნში ჩაშლილი ტრანსფერის პარალელურად, ახალგაზრდა კარის დარაჯმა მადრიდის რეალში არშემდგარ ტრანსფერზეც ისაუბრა.

როგორც გიორგიმ თქვა, ვალენსიას მადრიდის რეალიდან ზარი მართლაც შეუვიდა, თუმცა ქართველის გაშვებაზე უარი თავად კლუბმა თქვა, - იხილეთ ვიდეო

მადრიდის რეალმა მეკარის ძიება ტიბო კურტუას ხანგრძლივი ტრავმის პარალელურად დაიწყო, თუმცა შემდეგში საბოლოო არჩევანი ანდრეი ლუნინზე შეჩერდა, რომელმაც ბელგიელი მეკარე საოცრად ჩაანაცვლა და რეალს ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურის მოპოვებაში უდიდესი დახმარება გაუწია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი