მიქაუტაძეს ნაკრებში ჩამოსვლა აგვიანდება - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

მიქაუტაძეს ნაკრებში ჩამოსვლა აგვიანდება - მიზეზი ცნობილია

მიქაუტაძეს ნაკრებში ჩამოსვლა აგვიანდება - მიზეზი ცნობილია
25-05-2024, 09:09
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ისთვის მოსამზადებელ ეტაპს ხვალიდან დაიწყებს.

როგორც ირკვევა, 26 მაისის შეკრებაზე ვილი სანიოლის განკარგულებაში გიორგი მიქაუტაძე არ იქნება, მიზეზი კი საკლუბო პლეიოფია.

მეცმა ლიგა 1-ის სეზონი მე-16 პოზიციაზე დაასრულა და ლიგა 2-დან აღზევებულ სენტ ეტიენს ორმატჩიანი დუელით დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.

აღნიშნული მატჩები 30 მაისს და 2 ივნისსაა ჩანიშნული. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს ამ შეხვედრების გამართვის შემდეგ შეუერთდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე დაგეგმილ ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას 9 ივნისს გამართავს, მეტოქე კი მონტენეგრო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი