თურქეთის მწვრთნელი: "ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ქართველებთან გველის" » სპორტის ხაზი

თურქეთის მწვრთნელი: "ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ქართველებთან გველის"

თურქეთის მწვრთნელი: "ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ქართველებთან გველის"
24-05-2024, 23:51
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისაუბრა.

"ჯგუფში სხვადასხვვა საფეხბურთო ფილოსოფიის მქონე მოწინაღმდეგეები გვყავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ქართველებთან გველის. ეს პირველი შეხვედრაა და დანარჩენებთან ერთად ფინალივით უნდა ვითამაშოთ.

"საქართველოს ნაკრებმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას რეიტინგში ჩვენზე ქვემოთ იმყოფებიან, ეს ფაქტი არ გვაძლევს მოგების გარანტიას.

"პორტუგალიელებს საოცარი ნაკრები ჰყავთ. ფეხბურთი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკა და რეიტინგი. სამივე თამაშს სათანადო განწყობით შევხვდებით და მეტოქეებს ინდივიდუალურად მივუდგებით", - განაცხადა ვინჩენცომ.

ცნობისთვის საქართველოს ნაკრები თურქებს 18 ივნისს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ეთამაშება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი