ჯაბა კანკავას ნაკრებში 18 წლის სიგუა ჩაანაცვლებს » სპორტის ხაზი

ჯაბა კანკავას ნაკრებში 18 წლის სიგუა ჩაანაცვლებს

ჯაბა კანკავას ნაკრებში 18 წლის სიგუა ჩაანაცვლებს
24-05-2024, 22:45
Aa Aa
გაზიარება:

ვილი სანიოლიმ დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს განაცხადში ცვლილებაა.

ჯაბამ სანიოლის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ ისურვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშის სტატუსის სახით წასულიყო, რის გამოც ვილის მისი შემცვლელის პოვნა მოუწია.

კერძოდ, ჯაბა კანკავას ახალგაზრდა ფეხბურთელი, გაბრიელ სიგუა ჩაანაცვლებს, რომელიც "ბაზელში" ირჯება.

გაბრიელი 18 წლის ფეხბურთელია, რომელიც "ბასელში" ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 4 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

საქართველოს უმაღლეს ნაკრებში მისი დებიუტი გასული წლის 25 მარტს შედგა და 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამისა, იგი თამაშობდა საქართველოს, 17, 18 და 21-წლანდელთა ნაკრებებშიც, სადაც ჯამში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

გაბრიელს შეუძლია ითამაშოს როგორც მცველების წინ, აგრეთვე ცენტრალურ და შემტევ-ნახევარმცველადაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი