არველაძემ ბევრი საიდუმლო გაამხილა: "აი, რატომ ვერ თამაშობდა ძველი საქართველოს ნაკრები" » სპორტის ხაზი

არველაძემ ბევრი საიდუმლო გაამხილა: "აი, რატომ ვერ თამაშობდა ძველი საქართველოს ნაკრები"

არველაძემ ბევრი საიდუმლო გაამხილა: "აი, რატომ ვერ თამაშობდა ძველი საქართველოს ნაკრები"
23-05-2024, 23:21
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გაამხილა, თუ რატომ არ ვარგოდა ძველი საქართველოს ნაკრები და რა იყო იმის მიზეზი, რომ ვერანაირ წარმატებას აღწევდნენ.

"სიმართლე გითხრათ, ბევრი ფაქტორი იყო ძალიან. მაგალითისთვის დავიწყოთ მენტალიტეტით. იცოდით, შეკრებისას 3 დღე შეიძლებოდა დასვენებული ან წამოწოლილი ყოფილიყავი და არაფერი გეკეთებინა. ეს მაშინ ნორმა იყო და ყველა ასე აკეთებდა.

"ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩვენ არ ვიცოდით რა იყო სწორი და არასწორი. მთელი დღე წოლა კარგ პროფესიონალიზმად ითვლებოდა და ეს ყველას ასე მიაჩნდა. მაგრამ ამ დროს, ერთ საათზე მეტი წოლა არ შეიძლება. უნდა ადგე, გაისეირნო ან რამე ქნა.

"ჩვენ მაგალითად, ხორცს რომ გვიწვავდნენ, როგორც რესტორანში ჭამ, ღვინოს რომ ასხამ, ზუსტად ასე აკეთებდნენ, აი, გამოვიდეს ვინც იმ პერიოდს მოესწრო და ყველას ემახსოვრება. უფრო გემრიელად მირთმევაც კარგ პროფესიონალიზმად მიგვაჩნდა. არადა რა ფრანგული სტილით ჭამა, როცა ხვალ თამაში გაქვს.

"აგრეთვე წასვლა-წამოსვლაც პრობლემა იყო, შეიძლება დილას წავსულიყავით, ფრანკპურტში ჩავფრენილიყავით და შემდეგი ფრენა 6 საათის შემდეგ ყოფილიყო კოფენჰაგემისკენ. მთელი დღე აეროპორტში უნდა ვყოფილიყავით.

"ტიროლში თამაში რომ წავაგეთ, ჩვენი თვითმფრინავი არ მიიღეს, რადგან ძალიან ხმაურიანიაო. იმ ხმით კონკრეტულ ქალაქებში ფრენა უკვე აკრძალული იყო და ამიტომაც დაგვსვეს ვენაში. 12 საათი მერე მატარებლით ვიმგზავრეთ. შეიძლება არავის მოუყოლია, მაგრამ სიმართლეა.

"შენ იცი, რომ საქართველოს ნაკრები ავტობუსით წავიდა კოფენჰაგემში თამაშზე? ჰო, მერე რომ ჩახვალ იქ და ვერ ითამაშებ, მწვრთნელმა შეიძლება თქვას, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი ვერ გადავლახეთო, მაგრამ რანაირად უნდა გადალახო, როცა აქედან კოპენჰაგემში ან გზა სად მიდის, ან რომელ გვირაბში უნდა გაიარო, ან რა ზღვა გადაკვეთ, ან რა თევზი დაიჭირო გზაში ან ...

"4-ჯერ მანქანა გაფუჭდა, აი, რაღაც რეზინა იყო ავტობუსებს უწყდებოდა ხოლმე და ჩვენც გაგვიწყდა. გავჩერდებოდით ხოლმე და ვაკეთებდით.

"ანუ, მომზადებაც ხომ მომზადებაა, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მოემზადო, ჩვენ რა უნდა გვცოდნოდა? ეს განათლება არ გვქონდა. არც საშუალებები, მაკრატელი, ბინტი...

"ახლა ყველაფერი უკეთაა. ექიმი ცალკე, პერსონალური მწვრთნელი ცალკე, ჩამოწერილი პროგრამები, ყველას უამრავი პერსონალი დასდევს, ასხმული და გამზადებული რომ ყველაფერში უმალვე, მაღალ დონეზე დაეხმარონ.

"გიო (ქინქი) იცით რას იძახდა ხოლმე? თამაშებით შევალ ფორმაშიო, რა ვარჯიშები, რა დატვირთვა... მაგრამ ჩვენ ესე გვეგონა, თუ ორ ვარჯიშს ივარჯიშებდი, ამას მივაწერდით პროფესიონალიზმს.

"თამაშის მერე რა უნდა გაგეკეთებინა, ვარჯიშსა და ვარჯიშს შორის, შემდეგ დღეს, დასვენება, აღდგენა, ეს ჩვენთვის უცნობი იყო. შეიძლება თამაშის ან დატვირთული ვარჯიშის შემდეგ კარტინგებზე წავსულიყავით, რასაც შეუძლია, რომ დაგძაბოს და მთელი ზურგი ჩაითრიოს. ან რაფტინგზე წახვიდე მანქანით და იჯაყჯაყო ისე, რომ მეორე დღეს ყველაფერი გეტკინება.

"საბოლოო ჯამში, ახალმა თაობამ, ამ ბავშვებმა, იციან, თავს როგორ უნდა მოუარონ. მათ აქვთ იმის განათლება, რომ იცოდნენ როგორ უნდა გაატარონ 22 საათი, რათა შემდეგ 2 საათი კარგად ივარჯიშონ ან ითამაშონ. აი, ახლა ეს 22 საათი შეიცვალა", - აცხადებს არველაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი