მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას კვლავ დაუბრუნდა და ამჯერად თურქული კარაგუმრუკის დამრიგებელი გახლავთ.
არველაძემ თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში გაზიანთეფთან საშინაო შეხვედრაში 0:3 წააგო, რაც მან შემდეგი მიზეზით ახსნა:
"შესაძლოა, რომ ასეთი ფაქტები მოტივაციის ნაკლებობით აიხსნებოდეს, თუმცა ასე არ უნდა ხდებოდეს. ამ გუნდს სჭირდება, რომ გამოცოცხლდეს და მეტი ენერგიულობა აჩვენოს."
"მე ჩემი ფეხბურთელები გავაფრთხილე და მათ იციან, რომ შეხვედრაში ბოლომდე დარჩენა უმნიშვნელოვანესი მიზანია", - თქვა არველაძემ
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ კარაგუმრუკის მწვრთნელის პოსტზე ორი მატჩი გამართა და ორივე წააგო.