ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ძველი და ახალი ქართველი ქომაგები შეადარა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ ნაკრებთან ერთად გულშემატკივარიც განვითარდა.
"საშინაო მატჩების დროს, როცა ვიცოდით, რომ ბევრი ხალხი უნდა მოსულიყო, მათზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდით, სულ სხვანაირი სიტუაცია იყო, ახლა სხვანაირია.
"ესპანეთმა რომ 7-1 მოგვიგო, ჩვენმა გულშემატკივარმა მათ ტაში დაუკრა, მადლობა, რომ ასეთი მატჩი გვაჩუქეთო, ქართველი ფეხბურთელები გაამხნევეს, არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, ჯერ კიდევ ყველაფერი წინააო და ისე დავიშალეთ. არც არავის უჩხუბია, არც რაიმე ცუდი მომხდარა.
"მაგრამ აი, ინგლისი რომ იყო ჩამოსული, იმ ნაკრებში ბექჰემი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი იყო, წარმოიდგინეთ, ჩვენმა გულშემატკივარმა კი ბოთლებით აავსეს მთელი სტადიონი და ბევრი ცუდი რამ გააკეთეს. ყიფიანს და ჩივაძეს შეტევები ჰქონდათ. მარცხს როგორ გადავიტანთ? აი, ამაზე ვნერვიულობდით ფეხბურთელები.
"ნაკრებთან ერთად გულშემატკივრებიც დაიხვეწნენ, უფრო ადამიანურები გახდნენ და ისწავლეს, თუ როგორ უნდა უქომაგონ მშობლიურ გუნდს.", - აცხადებს არველაძე.