რატომ არ იკრიბება ნაკრები საქართველოში - იაშვილის განცხადება » სპორტის ხაზი

რატომ არ იკრიბება ნაკრები საქართველოში - იაშვილის განცხადება

რატომ არ იკრიბება ნაკრები საქართველოში - იაშვილის განცხადება
22-05-2024, 21:57
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდს ავსტრიაში გაატარებს და ფეხბურთელები იქ ივარჯიშებენ. ამის შესახებ კომენტარი სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.

"ძალიან გვსურდა მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში გაგვეტარებინა და ამხანაგური მატჩებიც თბილისში გვეთამაშა, მაგრამ კონკრეტულმა გუნდმა აქ ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. სხვებთან თამაში კი არ გვსურდა.

"საგურამოში ვფიქრობდით ვარჯიშს, სადაც კარგი პირობებია, მაგრამ რიგითი მიზეზებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება ავსტრიაზე შევაჩერეთ. იქიდან გამომდინარეც, რომ თბილისში არ ვთამაშობთ.

"გარდა ამისა, აკლიმატიზაციისთვის ავსტრია კარგი ვარიანტია, რადგან გერმანიასთან ძალიან ახლოსაა და მოთამაშეები მზად შეხვდებიან როგორც სასაათო სარტყელს, აგრეთვე ამინდებსაც", - განაცხადა იაშვილმა.

ცნობისთვის, 18 ივნისს საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, 22-ში ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს ჯგუფურ ეტაპს პორტუგალიასთან მატჩით დაასულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი