საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.
ფეისბუქ გვერდი Matchday საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას 21-წლამდელთა ნაკრებისადმი მიძღვნილს მიმართვას აქვეყნებს.
"ეს თაობა ფეხბურთს სხვანაირად უდგება. ჩვენგან განსხვავებით, ამ თაობას მეტი თვითრწმენა აქვს. "თავხედები" არიან და არ არსებობს მეტოქე, რომლისაც ერიდებათ. პროფესიონალები არიან და იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მატჩამდე სწორი განწყობის შექმნა.
ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ჯგუფიდან უნდა გახვიდეთ... არა, უბრალოდ ითამაშეთ თქვენი ფეხბურთი, ისიამოვნეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეთ და რაც იქნება, იქნება. ისეთი ფეხბურთელები ხართ, ვიცი, ყველაფერი გამოგივათ", - განაცხადა კაშიამ.