ირაკლი აზაროვი დღეს, ერთ-ერთი გამორჩეული მარცხენა-მცველია, რომელიც უკრაინულ კლუბ შახტარში ასპარეზობს.
თუმცა, დაუჯერებელია ის შედეგი, რომელიც 22 წლის ფეხბურთელმა დააფიქსირა, კერძოდ:
აზაროვი 22 წლის ასაკში უკვე არის 3 ქვეყნის ჩემპიონი 5-ჯერ, 4 კლუბის მაისურით - 3 ქვეყანა (საქართველო, სერბეთი, უკრაინა) , 4 კლუბი (დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, ცვენა ზვეზდა და შახტარი), 5-ჯერ (თბილისს დინამოსთან ერთად 2-ჯერ, ბათუმის დინამოსთან, ცვენა ზვეზდასთან და შახტართან თითოჯერ).
კარიერაში ირაკლიმ რამდენი სეზონიც ჩაატარა, ყველა ჯერზე გახდა ჩემპიონი, ყველა წელს.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 წლისთვის აზაროვი ვილი სანიოლიმ განაცხადს მიღმა დატოვა...