UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლიდან გამომდინარეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ნინძა" ოქტაგონს 2024 წელს უნდა დაუბრუნდეს.
"ადგილი ყველაფრისთვის და ყველაფერი თავის ადგილას, მოვდივარ!", - წერს ქართველი მებრძოლი თავის Facebook-გვერდზე.
35 წლის გიგა ჭიკაძემ თავისი ბოლო ორთაბრძოლა გასული წლის 26 აგვისტოს გამართა, სადაც მან ამერიკელი მებრძოლი ალექს კასერესი ქულათა უკეთესი მაჩვენებლის ხარჯზე დაამარცხა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჭიკაძეს 2024 წელს ბრძოლა ჯერჯერობით არ გაუმართავს, მისი ამ პოსტის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ ქართველმა მიმდინარე წლის დასრულებამდე მინიმუმ ერთი ბრძოლა გამართოს.